Alfa Express — თქვენი სანდო პარტნიორი ლოგისტიკაში
ALFA EXPRESS არის თანამედროვე საკურიერო კომპანია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული მიწოდების სერვისი. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული ამანათი ადრესატამდე მივიდეს დროულად, დაცულად და ზედმეტი სირთულეების გარეშე.
ჩვენი სერვისი სრულად არის მორგებული მომხმარებლის კომფორტზე. სწორედ ამიტომ, ვთავაზობთ კარიდან კარაეზე მიწოდებას - კურიერი თავად იღებს ამანათს მითითებული მისამართიდან და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მის დროულად ჩაბარებას მიმღებისთვის. ეს პროცესი ზოგავს დროს, ამარტივებს ლოჯისტიკას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური საქმეები ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე მართოს.
ALFA EXPRESS-ის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი და სტაბილური საკურიერო პარტნიორი. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ონლაინ მაღაზიებისთვის, კომპანიებისა და კერძო მომხმარებლებისთვის სანდო მიწოდება, ამიტომ თითოეულ შეკვეთას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით.
ALFA EXPRESS — როცა მნიშვნელოვანია სისწრაფე, უსაფრთხოება და ხარისხიანი მომსახურება.
ALFA EXPRESS-ის მისიაა მომხმარებლებისთვის სწრაფი, სანდო და ხელმისაწვდომი საკურიერო მომსახურების შეთავაზება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ თითოეული ამანათი უსაფრთხოდ და დროულად მიეწოდოს ადრესატს, ხოლო მომსახურება იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი.
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი საკურიერო კომპანია სადაც თითოეული ამანათი მნიშვნელოვანია და მომხმარებელი იღებს სწრაფ, უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას - მიუხედავად მოცულობისა თუ მანძილისა.
სანდოობა, პუნქტუალობა, გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება - ეს არის ღირებულებები, რომლებიც საკურიერი კომპანია ALFA EXPRESS-ის ყოველდღიურ საქმიანობას განსაზღვრავს.
თბილისში ამანათის მიწოდება მაქსიმუმ 24 საათში, რეგიონებში კი 1–4 სამუშაო დღეში.
მარტივი და გასაგები ფასები ყოველგვარი ფარული გადასახადების გარეშე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ამანათი ადრესატამდე უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად მივიდეს.
ამანათის დამატება და შეკვეთის გაფორმება სწრაფად და მარტივად, სულ რამდენიმე წუთში.
გამოცდილი კურიერები და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ და უპასუხოს თქვენს შეკითხვებს.
დარეგისტრირდით, ისარგებლეთ სწრაფი და საიმედო საკურიერო მომსაურებით
დარეგისტრირდით